Tbilisi City
სახელი  
პაროლი  
 
 
  რეგისტრაცია
ჩვენს შესახებ
გამომცემლობა "ანბანი"  ქართველი მკითხველისთვის ცნობილია 2003 წლიდან. ყოველწლიურად გამოვცემთ რამდენიმე ახალ სერიას და ცალკეულ წიგნს.
გამომცემლობის წიგნების თემატური სპექტრი მრავალფეროვანია: საბავშვო ლექსებით, ზღაპრებით და სასკოლო თვალსაჩინოებებით დაწყებული, უფროსებისათვის - რომანებით, დეტექტივებით, ფანტასტიკით დამთავრებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ წიგნის ილუსტრაციებს, ჩვენს მხატვრებს შორის არიან როგორც ცნობილი მხატვრები: ზაურ დეისაძე, მანანა მორჩილაძე, მალხაზ კუხაშვილი, ია გიგოლაშვილი, ლევან სილაგაძე, ასევე დამწყები ნიჭიერი მხატვრები: სოფო კირთაძე, ია ნინოშვილი, ცირა აბულაშვილი, თათია ნადარეიშვილი და სხვები.
ჩვენი მიზანია - თითოეულ სახლში, ყოველ ბავშვსა თუ მოზარდს ჰქონდეს თავისი საყვარელი წიგნი, შევაყვაროთ ახალგაზრდებს ის ლიტერატურა, რომელზედაც იზრდებოდნენ თაობები. 

 

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ამ სამყაროში...